შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავარია თბილისში – მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში – ღამით, შეშელიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.