შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავარია უღელტეხილზე – დაშავებულია 8 ადამიანი

გურიაში, ნასაკირალის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. 

შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.