აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ სომხური შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში ყოფნა, 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის დებულებებს ეწინააღმდეგება და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის ერთადერთი გზა არის სომხური შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გაყვანა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან, ე.წ. რეჟიმის დაშლა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს, რომლის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.