შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

აზერბაიჯანული მედია – აზერბაიჯანის არმიამ ხანქენდში სომხეთის არმიის საზენიტო-კომპლექსი გაანადგურა

აზერბაიჯანის არმიამ ხანქენდი-ხოჯალის გზის მიმდებარედ სომხეთის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ტორი“ გაანადგურა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მანამდე, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი სტეფანაკერტს ბომბავს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყარაბაღში, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს, რომლის სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ წარმოადგენს და მხოლოდ სამხედრო სამიზნეების მწყობრიდან გამოყვანა ხორციელდება.