შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია და ეს სამწუხარო ფაქტია.

“სამწუხარო ფაქტია, ვინაიდან დადასტურდა, რომ ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე არის კონსტიტუციის დამრღვევი. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისა, თუ შემდეგი პრეზიდენტებისთვის, ყოველთვის უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი კანონის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ არაერთგზის, უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც არამხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების ნათქვამითა და მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ გადაიხედება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის დრო დამთავრდა, როცა პრეზიდენტებს ეგონათ, რომ კანონზე მაღლა იდგნენ.


“თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. ილუზიები არავის ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, პარლამენტის წევრები, კანონმდებლები, უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები, რომ შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას – ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ქალბატონი სალომესგან, საზოგადოების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ პოლიტიკაში შემოიტანდა ევროპულ სტანდარტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს, ამის სანაცვლოდ, საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი”, – განაცხადა ირაკლი ღღარიბაშვილმა.