შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი, არ შეიძლება მისი მიღება ვირუსული დაავადების დროს“-პაატა იმნაძე

„ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი, არ შეიძლება მისი მიღება ვირუსული დაავადების დროს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, არცერთი ანტიბიოტიკი ვირუსულ დაავადებაზე არ მოქმედებს.

პაატა იმნაძე განმარტავს, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი ვირუსებისგან და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

„ქვეყანაში ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ასევე მცირედით გავრცელებულია H3 ვირუსიც.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბი ატაროს იმან, ვინც ავად არის. საერთოდაც, სახლში უნდა დარჩეს იმისთვის, რომ არ გაავრცელოს ვირუსები.

ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა, 38.5 ზე მეტი აქვს ერთი დღე-ღამე და მეტხანს და არ ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს. უფროსების შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა გრძელდება 3 დღე და არ ექვემდებარება სიცხის დამწევს საშუალებებს“, – აცხადებს პაატა იმნაძე.