შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმის პლაჟზე, 40 წლამდე ასაკის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა

ტრაგედია ბათუმში – დღეს დილით ბათუმის პლაჟზე 40 წლამდე ასაკის კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყლიდან ამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა ჰქონდა.

გარდაცვლილი ტურისტი იყო. დაწყებულია ძიება.