შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, შუა ხნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაზიანებული სადენების შეცვლას ცდილობდა. არსებული ცნობებით, შემთხვევა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.