შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში, სასტუმროდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის” 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა.

შემთხვევა დღეს, 22 ივლისს  მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.