შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს

2 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ზოგან ძლიერი, 3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ძალიან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი ღელვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.