შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გივი ბერიკაშვილი დღეს 91 წლის გახდებოდა

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, გივი ბერიკაშვილი დღეს 91 წლის გახდებოდა.

გივი ბერიკაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს მარჯანიშვილის თეატრი, რომლის სცენაზეც მსახიობმა მრავალი პერსონაჟი განასახიერა:

„გივი ბერიკაშვილი სწორედ იმ გენიალური არტისტების თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს და სახელი გაუთქვეს მარჯანიშვილის თეატრს.

დღეს გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა“, – აღნიშნულია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.