შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

გორში, შვილის მკვლელობის ბრალდებით 70 წლამდე კაცი დააკავეს – შსს-ს განცხადება

მკვლელობა შიდა ქართლში – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში, შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 70 წლამდე, 1956 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს – 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, – წერს შსს.