შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დაფიქსირდა ყირიმ–კონგოს 3 შემთხვევა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს სამი ახალი შემთხვევა, სოფელ ხეოთში, ანდრიაწმინდასა და ქალაქ ახალციხეში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 15 ადამიანი დაავადდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.

დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა: ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი, ოთა, ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი, ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა, ხეოთო.