შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია“ – მდინარაძის პასუხი ელისაშვილს

„შეკვეთილი პროვოკაცია“ უწოდა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძე, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მხრიდან მისდამი ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის 3 საათიანი განხილვის შემდეგ მოხდა.

„ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა, რომ ჩაეშალა სხდომა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ რომ გავებანძებინე. ალეკო ელისაშვილისნაირმა წუმპედან ამოვარდნილმა ხალხმა… თუ ჩხუბი უნდა მოვიდეს, პირისპირ თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალად კაცის შესრულებით. ამას ჩვენ არ ავყვეთ, ჩვენი საქმე გავაგრძელოთ, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს.

ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გარდა რატომ შეიძლება ეს კანონი რუსული ან ცუდი იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.