შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ვაი, შენს დედას… რას ვხედავ ამას“ – ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს გლოვობენ

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული 11 წლისა  თორნიკე ჩხარტიშვილია.

ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.