შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვახტანგ გომელაური – 86 ახალი სახანძრო მანქანა ვიყიდეთ 10 წლის განმავლობაში, კიდევ ბევრია საყიდელი – 10-ზე უკვე შეკვეთაა მიცემული და იმედია, მალე ჩამოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში 86 ახალი სახანძრო მანქანაა შეძენილი.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 10-ზე უკვე შეკვეთა გაკეთებულია და იმედია, მალე ჩამოვა.

„გურიაში თურმე რომელიღაც სოფელში ერთი სახანძრო მანქანაა, რომელიც საერთოდ არ იყო, იქნებ მოიკითხოთ, 2012 წლამდე საერთოდ არსებობდა გურიაში? თვითონ ცენტრში, ერთი ჩოხატაურში იყო თუ არ ვცდები, ერთი მანქანა ჰყავდა მთელ გურიას. 86 ახალი სახანძრო მანქანა ვიყიდეთ ამ 10 წლის განმავლობაში. კიდევ ბევრია საყიდელი, ეს 86 მანქანა არანაირად არ უშველის და ათეულობით მანქანაზეა უკვე მოლაპარაკებები. 10-ზე უკვე შეკვეთაა მიცემული და იმედია, მალე ჩამოვა. კიდევ გვინდა დავამატოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ბოლო დროს მსოფლიოში ხანძრების რაოდენობის გამო, შარშანაც გვახსოვს საქართველოშიც“, – განაცხადა გომელაურმა.