შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვირუსების პიკი და სამი გარდაცვლილი საქართველოში – რას ამბობენ ექიმები

ქვეყანაში სეზონური ვირუსების შემთხვევებმა იმატა. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, ამ ეტაპზე, „ა“ ტიპის ვირუსის ორი სახეობა, H1N1, H3N2-ია გავრცელებული.

როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გრიპის ვირუსით, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურებული შემთხვევებიდან, უმეტესობა ღორის გრიპია.

ექიმების თქმით, რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ასაკში მყოფი ადამიანები, ორსულები და 5 წლამდე ბავშვები. 

“საგანგაშო ნიშანი არის პნევმონია. გრიპით გარდაცვალების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ მაღალი რისკის ჯგუფები აცრილიყვნენ გრიპზე. თუმცა, წლევანდელი აცრები არც ისე წარმატებით ჩატარდა”,-ამბობენ ექიმები და მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების მოუწოდებენ. 

სასარგებლო რჩევები:

ოთახის განიავება, ხელების ჰიგიენა, ფიზიკური აქტივობა, ვიაროთ, სუნთქვის ვარჯიშები, სითხე ადეკვატურად შევავსოთ. კვება, რაც შეიძლება ჯანსაღი. სიცხის დროს დამწევი, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს ვიცავთ და ჩვენი მდგომარეობა უარესდება, ეს არის ნიშანი, რომ ადამიანმა მიმართოს ექიმს. უნდა ვიყოთ ფრთხილად.