შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თემურ მღებრიშვილი – გურიაში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენის საჭიროება თუ დადგება, მზადყოფნაში ვართ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გურიაში არსებულ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, უსაფრთხო ადგილას 62 მოქალაქეა გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.

„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.

მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე 62 მოქალაქეა გადაყვანილი, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. მსგავსი ღონისძიებებია მ წუთებშიც მიმდინარეობს. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმართულებით. ვერტმფრენის საჭიროება თუ კი დადგება, მზადყოფნაში ვართ“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.