შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თიბისი ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია 

თიბისი ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია -39 წლის გუგა გოცირიძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ მამაკაცს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, გოცირიძე ბანკის ფილიალში ნიღბით და სათამაშო იარაღით შეიჭრა, თუმცა განგაშის სიგნალი ჩაირთო და ფულის წაღება ვერ მოახერხა.