შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თუშეთში უცხოელი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა

თუშეთში უცხოელი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მოტოციკლით მგზავრობდა და სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარის შესახებ, სამაშველო სამსახურს მეგობრებმა შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფებს ტურისტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. ექიმების განმარტებით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.