შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„თუ ვინმემ რამე იცით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ…“ – სტიქიის შემდეგ დაკარგულ კიდევ ერთ მამაკაცს ეძებენ

რაჭაში სტიქიის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სოციალურ ქსელში დაკარგული ოჯახის ახლობლები ინფორმაციებს მუდმივად ავრცელებენ. 

ამჯერად მამაკაცის შესახებ დაიწერა, რომელსაც ახლობლები ეძებენ. 

„გამარჯობა. სტიქიის შემდეგ ვეძებთ ლევან რაზმაძეს. თუ ვინმემ რამე იცით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“,- წერენ ჯგუფში. 

სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი – 598 913 089.