შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თქვენი საქმე გადაწყვეტილია, საქართველო ყველას უყვარს – ვიქტორ ორბანი

საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, „საქმე გაკეთებულია“.

„საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მანამდე ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.