შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“

[ოპოზიციაში] პირდაპირ საუბრობენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი კონტრპროდუქტიული იქნება – მათ პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია აგიტაციას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ, მათივე კოლეგებმა გათქვეს.

„პირდაპირ აღნიშნეს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ახლა აღარ მალავენ საკუთარ განწყობას იმ პირობებში, როდესაც თვისობრივად არის გაზრდილი კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი კონტრპროდუქტიული იქნება, ვერ მალავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას, მათ პრაქტიკულად ახალი კამპანია აქვთ გაჩაღებული: „არა რუსულ სტატუსს“. ეს მათი დამოკიდებულებაა და განწყობა“,- აღნიშნა კობახიძემ.