შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე: 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე  – ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო

„0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა უმთავრესი მიზნებია.

„ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით, საკუთარი თავით, რაც ამ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე – ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს კანონპროექტის პირველი მოსმენით განიხილავს და უყრის კენჭს. რას იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველად პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატები დასვამენ კითხვებს, იქნება სიტყვით გამოსვლები როგორც კომიტეტების, ასევე ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა.