შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 25 წლის ტუნისელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ძებნილია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

მკვლელობა გასული კვირის პარასკევს მოხდა, მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს უახლოეს დღეებში დაკითხავენ.