შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კიდევ ერთი გარდაცვლილი ნინო კენჭაძეა – მისი ცხედარი ოჯახმა ცოტა ხნის წინ ამოიცნო

3 აგ­ვის­ტოს, შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი 30-ზე მეტ და­კარ­გულს ეძე­ბენ.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი 11 ადა­მი­ა­ნი­დან 6 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. მათ შო­რის არის ნინო კენ­ჭა­ძე, რომ­ლის ცხე­და­რიც მა­მამ ამო­იც­ნო. ინ­ფორ­მა­ცია AMBEBI.GE-ს ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა და­უ­დას­ტუ­რა.

ნინო შოვ­ში მე­გობ­რებ­თან, გვან­ცა ბუ­ბაშ­ვილ­თან და სა­ლო­მე ხე­თა­გურ­თან ერ­თად იყო. გვან­ცას და სა­ლო­მეს შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სა­მი­ვე გო­გო­ნა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სტი­ქი­ის შემ­დეგ კი მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო “სან­სეთ შოვი” და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ადგილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძე თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­თან, გე­ნე­რალ-მა­ი­ორ გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილ­თან და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სხვა ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად გვი­ან ღა­მემ­დე იმ­ყო­ფე­ბო­და სტი­ქი­ის ზო­ნა­ში.

“შე­მუ­შავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც საბ­რძო­ლო-სა­ინ­ჟინ­რო ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბი სტი­ქი­ის ზო­ნა­ში რამ­დე­ნი­მე გა­საშ­ლელ ხიდს მო­ა­წყო­ბენ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრთან ერ­თად სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ნის­ტრი ზურა აზა­რაშ­ვი­ლი“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.