შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ლუკა ლაცაბიძე გარდაცვლილი იპოვეს – ცხედარი ოჯახის წევრებმა ამოიცნეს

,,დადასტურდა ინფორმაცია და ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ძმა, ოჯახის წევრი, დეიდაშვილზე მეტი აღარ მყავს”, – ამის შესახებ დაკარგული 22 წლის ბიჭის, ლუკა ლაცაბიძის დეიდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ვერასდროს ვნახავ და ძველებურად ვეღარ ვიხალისებთ. ყველაზე საშინელი ზაფხული არის და ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მიყვარხარ ძალიან ლუკა, ჩემი დიდი იმედი იყავი ჩემს სიცოცხლეში  
მუდამ მეყვარები ჩემო ძამიკო. გული მტკივა, ჩემო ყველაზე გულიანო ბიჭო”, – წერს მარიკო ოქროპირიძე.