შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მამუკა მდინარაძე: დღესვე იმსახურებს საქართველო ნატოს წევრობას ისეთი გაწვრთნილი ჯარი და მაგარი მეომრები გვყავს

ნატოს ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და მიმდინარებს. მისიებში კონტრიბუცია საქართველოს და ქართველს სამხედროებს იმდენი აქვთ და ისეთი წვლილი აქვთ შეტანილი… ჩვენი გმირი ჯარისკაცები დაღუპულები არიან. რამდენიმე ათეული დაგვეღუპა და რამდენიმე ასეული დაგვეჭრა. ნატოს ჯარებთან ერთად ებრძოდნენ ეს ადამიანები მსოფლიო მშვიდობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხალხი დაგვეღუპა, მისიებში დაღუპული გვყავს ჯარისკაცები და თქვენ მეკითხებით ვის მიმართეთო. არავის მივმართეთ, ერთად ვართ ამ საკითხებში და საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას დღესვე, თუ ძალიან გაინტერესებთ. ყველაფრით მზად არის. იმ სფეროში ადამიანი არ გამოჩნდა მსოფლიოში, რომელსაც სიტყვა მოუბრუნდა და რაღაცით საქართველო მზად არ არის ამ მიმართულებითო რომ ეთქვა. ერიდება ყველა ამ თემაზე ლაპარაკს იმიტომ, რომ დღესვე იმსახურებს საქართველო ნატოს წევრობას ისეთი გაწვრთნილი ჯარი გვყავს და ისეთი მაგარი მეომრები გვყავს“, – განმარტა მდინარაძემ.