შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მერაბ ტურავამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადების პროცედურა განმარტა

მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე ვერდიქტის გამოცხადების პროცედურა განუმარტა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის საჭირო ნაბიჯებზე.

„გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ტურავამ.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.