შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მოსალოდნელია თოვლი, ნისლი, ქარბუქი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგად ძლიერი ქარბუქი, ნისლი და ლიპყინულები – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნალექის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.