შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა.

ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა“,- ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვავისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).