შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. ხვალ გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს.