შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.

ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან სტამბოლში გადააფრინეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვე, თბილისში საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გართულდა.

ტელეკომპანია ,,თრიალეთის” საინფორმაციო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.