შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რა გაიფდა ყველაზე მეტად აგვისტოში – ტოპ-10 პროდუქტი

2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7% შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზე ფასიც 2023 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად შემცირდა:

  • მზესუმზირის ზეთი – 43.6%-ით
  • წიწაკა – 42.9%-ით
  • მარგარინი – 21%-ით
  • ლიმონი – 17.8%-ით
  • ნიგოზი – 13.2%-ით
  • ქათმის ბარკალი – 10.2%-ით
  • ხორბლის ფქვილი 0 9.9%-ით
  • მანანის ბურღული – 9.6%-ით
  • პური – 9.5%-ით
  • მარილი – 9.4%-ით