შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რიკოთზე, საამქროში უბედური შემთხვევა მოხდა – 1 მუშა დაიღუპა, 1 კი დაშავდა

უბედური შემთხვევა მოხდა რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში. მშენებლობაზე დასაქმებული 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. 

გარდაცვლილი მუშა ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი ქართველია და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.