შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსთავში მეხი ჩამოვარდა

რუსთავში, დაახლოებით 00:19 საათზე მეხი ჩამოვარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

მეხი საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში, სავარაუდოდ, მინდორში, ტყე-ჭალის მიმდებარედ დაეცა.

ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მეხის ჩამოვარდნამ ზიანი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.