შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რუსთავში საფლავები გაძარცვეს

რუსთავში საფლავები გაძარცვეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელეში გავრცელდა.

თუ ვინმეს ხიდის დაბლა ლიანდაგებთან ახლოს გაქვთ ახლობლის საფლავები მიაკითხეთ. ყველა გაძარცვულია და დახსნილი აქვს რკინები, ჯაჭვები” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

“ინფო რუსთავმა” ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა, ე.წ ძველ სასაფლაოზე რამდენიმე საფლავი, მართლაც ჯაჭვების გარეშე არის დარჩენილი.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა 60 წლამდე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით კაცმა დანაშაული აღიარა.