შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველომ ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს 41 მილიონი ლარის დახმარება გაუწია – ანგარიში

საქართველომ ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ დევნილებს 41 მილიონი ლარის დამხარება გაუწია – ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა. ამასთან წერილში აღნიშნულია, რომ 2023 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილებით უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება კიდევ ორი წლით გაუგრძელდათ. თუმცა დოკუმენტში არ არის სრულად დაზუსტებული თუ რამდენი უკრაინელი იმყოფება ამჟამად საქართველოში.

“საქართველოს მიერ უკრაინელებისთვის გაწეული დახმარება 41 მლნ. ლარს აღემატება და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მყოფი უკრაინელების დახმარებას. ომის დაწყების პირველივე დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობის განკარგულებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 1,0 მლნ ლარის გამოყოფის თაობაზე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზო ყოფნა 2 წლით გაუხანგრძლივდათ. სპეციალურ დადგენილებას, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ორწლიან უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი. უკრაინელი მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი.

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო უკრაინელი მოქალაქეები საცხოვრებლით, აუცილებელი ნივთებით, საკვებით, ტანსაცმლით, შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარებით), სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსებით. რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება.

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო უკრაინელი მოქალაქეები საცხოვრებლით, აუცილებელი ნივთებით, საკვებით, ტანსაცმლით, შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით (მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარებით), სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსებით. რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე (მიხაილ გრუშევსკის სახელობის) და 220-ე, ასევე, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსწავლეები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზოგადი განათლების გაგრძელება უკრაინის სკოლებში და გამოთქვამენ სურვილს, რომ სწავლა საქართველოში გააგრძელონ, საქართველოს მასშტაბით სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

საქართველოს მთავრობამ, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და კიევის მერიასთან თანამშრომლობით, 2022 წლის ივლისში, აჭარაში, უკრაინელ ბავშვებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა დასასვენებლად.

უკრაინელი მოქალაქეებისთვის უფასოა მუნიციპალური ტრანსპორტით, მუზეუმებით, გალერეებით და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებით სარგებლობა,”- ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტში გაგზავნილ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი მოქალაქეებისთვის გაწეული დახმარების მოცულობაზე კითხვა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გაუგზავნა.