შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც.

“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.