შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს პრეზიდენტი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.

„გავიმარჯვებთ სახელოვნად”, „ქართველი, მაშასადამე ევროპელი”, – ამ სლოგანებით მოქალაქეები, მესამე სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ევროპულ მარშს“ მართავენ. ისინი თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მიემართებიან „ევროპის მოედანზე”.

მარშზე მყოფი ადამიანების განცხადებით, დღევანდელი მარში არის გზავნილი ევროპისადმი, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.