შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რუსეთშია რეგისტრირებული – როგორია ათეული

უცხოეთში ოფიციალურად საქართველოს 27 291 მოქალაქეა რეგისტრირებული, საიდანაც სრულწლოვანია 23 281, არასრულწლოვანი კი 4 010 – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის კითხვის საპასუხოდ.

სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციაში – 7 569, მეორე ადგილზეა საბერძნეთი – 4 048, სამეულში შედის უკრაინა, სადაც 2024 წლის აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულია საქართველოს 2 652 მოქალაქე.

ათეულში შედიან:

  • გერმანია – 1 917 მოქალაქე
  • ესპანეთი – 1 475 მოქალაქე
  • აშშ – 1 407 მოქალაქე
  • საფრანგეთი – 1 118 მოქალაქე
  • ისრაელი – 1 070 მოქალაქე
  • თურქეთი – 731 მოქალაქე
  • ბელგია – 710 მოქალაქე

სააგენტოს პასუხის შესაბამისად, 1 118 მოქალაქის შემთხვევაში ქვეყანა მითითებული არ არის.

საქართველოს თითო-თითო მოქალაქე რეგისტრირებულია კოლუმბიაში, მალტაში, ლუქსემბურგში, სლოვენიასა და ტაჯიკეთში.