შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„საქსტატი“ – საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა – ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა – ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.

გარდა ამისა, „საქსტატის“ ცნობით, 2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა.

სტატისტიკის თანახმად, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).

რაც შეეხება ბუნებრივი მატების უარყოფით მაჩვენებელს, ყველაზე მაღალი შედეგი (-1287) იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა (-766) და კახეთში (-603) აღირიცხა.