შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ხანძრის დროს მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.