შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ტრაგედია სენაკში – კაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ზანაში, 44 წლის მამაკაცს საკუთარ სახლთან, მიკროავტობუსი დაეჯახა.
იგი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილ მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.  მძღოლი დაკავებულია.

უბედური შემთხვევა შობის დღესასწაულზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.