შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

უბედური შემთხვევა ხაშურში – 14 წლის გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

გუშინ ღამით, ხაშურში ტრაგედია დატრიალდა. მოზარდი გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. ადგილობრივების თქმით, მოზარდი მაღალსართულიანი კორპუსიდან გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე სწრაფად მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ყველანაირ მატერიალურს ფასი ეკარგება, როდესაც ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ადამიანს შენს თვალწინ ხედავ გარდაცვლილს. ალბათ დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან. მშვიდობით პატარავ.” – წერს გარდაცვლილის მეზობელი სოციალურ ქსელში.