შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქარელთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლით დაიწყო.