შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია – ონის მერი

​შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ონის მერმა განაცხადა. ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება, მაშველები 4 დაკარგულს ეძებენ.

სტიქიიდან 22-ე დღეს სამძებრო  არეალი ისევ გაიზარდა და სამუშაოები ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს.

”კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს, ჩვენს ქვეყანას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 29 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. 28 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 4 ადამიანის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, – თქვა ონის მერმა.