შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჩინეთიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის პირობები ცნობილია – დადგენილება

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, ჩინეთი დაემატა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და 11 სექტემბრით თარიღდება. დადგენილება უკვე ძალაშია.


„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის  ვადით  ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“, – ნათქვამია პრემიერის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.