შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

წაქცეულია ხეები, დატბორილია ქუჩები, დაზიანდა ელექტროსადენები – მერიის განცხადება

თბილისის მერია ქალაქში მოსულ ძლიერ ნალექზე განცხადებას ავრცელებს:

“თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. 
ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22″- წერს მერია.