შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ჯანდაცვის მინისტრი – შოვში დაკარგულებს შორის, სამწუხაროდ, 7 თუ 8 ბავშვია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დასახიჩრებული ცხედრები იპოვეს. აღნიშნული განცხადება აზარაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, დაკარგულებს შორის, 7-8 ბავშვია.

“ახლა მიმდინარეობს ამოცნობის სამუშაოები, ხედავთ, როგორი აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც, ვცდილობთ მიუხედავად ამ რთული პირობებისა, გარდაცვლილი, თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილი იქნა აღმოჩენილი, სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს.

დაკარგულებს შორის, სამწუხაროდ, არიან ბავშვები, 7 თუ 8 ბავშვია”, – განაცხადა აზარაშვილმა.